"ქალს ტელეფონი და საკრედიტო ბარათი ხელიდან გამოგლიჯა და გაიქცა" - იტალიაში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიის პოლიცია

იტალიაში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მას ქურდობას ედავებიან. ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, რომ ქართველმა დაზარალებულს მობილური და საკრედიტო ბარათი ხელიდან გამოგლიჯა და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა ნეაპოლში, დღისით მოხდა.

გაქცეულს პოლიციელებთან ერთად, რიგითი მოქალაქეებიც აედევნნენ. ის მალევე დააკავეს. 44 წლის ი.კ საპატიმროშია გადაყვანილი და სასამართლო პროცესს ელოდება. მოპარული ნივთები კანონიერ მფლობელს დაუბრუნეს.

მეტის ნახვა