პოლონეთში, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს - მათ 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ

ქართველები

პოლონეთში, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ. გამოცემების ცნობით, ბრალდებულებმა ავტომობილი გატეხეს და ნივთები მოიპარეს. შემთხვევა ვროცლავსა და სტრზელინს შორის არსებულ მაგისტრალზე მოხდა.

პოლიციამ მოახერხა ყველა მოპარული ნივთის ამოღება და მანქანის მფლობელს დაუბრუნა. 

"საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაინტერესდნენ სამი მამაკაცით, რომლებიც გზატკეცილზე ისე მიდიოდნენ, თითქოს არაფერი მომხდარა. შეჩერების შემდეგ, სამივე ცდილობდა პოლიცია დაერწმუნებინა, რომ მათ მანქანას საწვავი ამოეწურათ. გამოცდილმა ოფიცრებმა არ დაუჯერეს, რადგან ვერც ერთმა შეძლო ეთქვა, საიდან მოდიოდნენ და რა დანიშნულება ჰქონდათ", – თქვა KPP-ის პრეს ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა სტრზელინში.

გამოძიებით დადგინდა ისიც, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს სასამართლო დაკავების ორდერით ეძებდა. 22, 27 და 67 წლის კაცებს ახლა 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მეტის ნახვა