პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ - მას ქალის მკვლელობას ედავებიან

პოლიცია პოლონეთი

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. მას 41 წლის ქალის მკვლელობას ედავებიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაშაული გასულ კვირას, ქალაქ ბრონიევსკში მოხდა. მსხვერპლის გარდაცვალების მიზეზი კისერზე მიყენებული ჭრილობა გახდა.

როგორც გამოცემა წერს, ქალი მოკლული საცხოვრებელ ბინაში იპოვეს.

ბრალდებულის დაკავების ბრძანება პოლონეთის პროკურატურამ უკვე გასცა. 35 წლის ქართველს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.

მეტის ნახვა