ახალი ამბები • 1695969245
პოლონეთში, საქართველოს მოქალაქემ ვისკი მოიპარა - იგი დააკავეს
უცხოეთი
1690440670

პოლონეთში, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. მას ალკოჰოლური სასმელების ქურდობას ედავებიან. როგორც ადგილობრივი მედია წერს, კაცმა ბაზრიდან ორი ბოთლი ვისკი აიღო და საფასურის გადახდას არ აპირებდა.
ქურდობის ფაქტი მაღაზიის დაცვის თანამშრომელმა შენიშნა, რომელმაც საქართველოს 32 წლის მოქალაქის შეჩერება სცადა. მან სამართალდამცავს წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა რუმიაში მოხდა.
დაკავებულს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბათუმში, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
1695644233
მეტის ნახვა