პოლონეთში, საქართველოს მოქალაქემ თანამემამულეები დაჭრა - კაცს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

ბრალდებული

პოლონეთში, საქართველოს მოქალაქემ თანამემამულეები დაჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალებები იტყობინებიან. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კრაკოვში მოხდა და მას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ქართველმა ერთი მათგანი მუცლის არეში დაჭრა, ხოლო მეორე გულმკერდის. მიყენებული დაზიანებების გამო, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ბინაში იმყოფებოდა საქართველოს 39 წლის მოქალაქე, რომელმაც პოლიციელების დანახვისას ერთ-ერთ ოთახში იატაკიდან სისხლის წმენდა დაიწყო. კაცი ამტკიცებდა, რომ მასსა და დაშავებულებს შორის გაუგებრობა მოხდა, თუმცა სიტუაციის აღწერა ვერ შეძლო", - ამბობს ჯასტინა ფილი, კრაკოვის რაიონული პოლიციის შტაბის წარმომადგენელი.

დამნაშავე დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს. მას ბრალი მკვლელობის მცდელობისა და სხეულის დაზიანების მუხლით წარუდგინეს.

პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლომ ეჭვმიტანილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი წინასწარი პატიმრობა გამოიყენა. კაცს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

მეტის ნახვა