ახალი ამბები • 1695969245
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც კაცს დანით თავს დაესხა
უცხოეთი
1695116223

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც კაცს დანით თავს დაესხა. შემთხვევა ბოლშევოში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
შედეგად, 45 წლის კაცმა დაზიანებები ზურგისა და კისრის არეში მიიღო. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
გამოძიების შემდეგ, სამართალდამცავებმა დამნაშავის ადგილსამყოფელი იპოვეს და დააკავეს.
ვეჟეროვოს რაიონულმა სასამართლომ საქართველოს 51 წლის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით, 3 თვიანი დროებითი პატიმრობა შეუფარდა.

ბათუმში, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
1695644233
მეტის ნახვა