ახალი ამბები • 1726854923
პოლონეთში, სამი ქართველი დააკავეს
უცხოეთი
1707999886
პოლონეთში, სამ ქართველს თავისუფლება აღუკვეთეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულები 41, 42 და 46 წლის ქართველები არიან, რომლებსაც ბრალად საცხოვრებელ ბინებში შეჭრა და ფულისა და ძვირფასეულობის მოპარვა ედებათ. შემთხვევა ქალაქ ლუბინში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა რამდენიმე ათასი ზლოტის ოდენობის ნივთები და ფული მოიპარეს.
დაკავებულებს სასამართლომ უკვე მიუსაჯა 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პანიკა ქობულეთში | რას ყვებიან სოფელ ქაქუ...
1726076663
მეტის ნახვა