პოლონეთში, ქართველი ქალი მოკლეს - მკვლელიც, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეა

პოლიცია პოლონეთი

პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა 21 ნოემბერს, 04:00 საათზე, ნაქირავებ სახლში მოხდა. გარდაცვლილს ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული.

მედიის ცნობით, მკვლელი მიიმალა და ამ დრომდე ეძებენ. ის, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეა. 

იმ სახლის მცხოვრებლები, სადაც მკვლელობა მოხდა, პოლიციამ ჩვენების მისაცემად დააკავა.

მეტის ნახვა