პოლონეთში, მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთის პოლიცია

პოლონეთში, დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ნეპალელი ახალგაზრდის მკვლელობას ედავებიან. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქართველმა 28 წლის კაცს კისერში დანით ჭრილობები მიაყენა.

შემთხვევა ქალაქ სლუპსკში, ერთ-ერთ წვეულებაზე, 25 თებერვალს მოხდა.

გამოცემის ცნობით, დამნაშავეს ბრალი უკვე წარუდგინეს. პროკურატურამ მისთვის 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა.

დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულია ორი უკრაინელი ქალიც. გამოძიების ინფორმაციით, ისინი დანაშაულის იარაღის მოშორებას შეეცადნენ.

საქართველოს მოქალაქეს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 25 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეტის ნახვა