ახალი ამბები • 1722018189
პოლონეთში, დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომლის პასპორტშიც ყალბი შტამპები აღმოაჩინეს
უცხოეთი
1701335804
![კონტროლიორი კონტროლიორი](https://www.tv25.ge/uploads/files/2023/11/30/7727/kontroliori_w_h.jpeg)
პოლონეთში, შოპენის აეროპორტში, დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომლის პასპორტშიც ყალბი შტამპები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალებები იტყობინებიან. გამოცემების ცნობით, კაცი საპასპორტო კონტროლის დროს აიყვანეს, როცა ის საქართველოს გამოფრენას გეგმავდა.
შემოწმებისას, კონტროლიორი ანაბეჭდის ავთენტურობაზე დაეჭვდა, რადგან ისინი მოქმედი ნიმუშებისგან განსხვავდებოდა. მოგზაური კონტროლის მეორე ხაზზე გადაიყვანეს, სადაც ეჭვები სასაზღვრო დაცვის IT სისტემების საფუძველზე დადასტურდა.
"შტამპების ანაბეჭდები გაყალბდა, რომ ორიგინალურს ჰგავდეს", - თქვა სასაზღვრო დაცვის ქვედანაყოფის მეთაურის სპიკერმა.
საქართველოს მოქალაქე დაკავებულია. მას 3 თვიდან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
![ლაშქრობა ლაშქრობა](https://www.tv25.ge/uploads/files/2024/07/25/9697/lashqroba_b_t.jpeg)
ფესტივალი მაღალმთიან აჭარაში
1721929785
![პოლიციის ლენტი პოლიციის ლენტი](https://www.tv25.ge/uploads/files/2023/09/21/7150/politsiis-lenti_b_t.jpeg)
დააკავეს პირები, რომლებიც დიდი ოდენობით მ...
1721376743
მეტის ნახვა