ახალი ამბები • 1695969245
პოლონეთში, ავტოსაგზაო შემთხვევას ქართველი ემსხვერპლა
უცხოეთი
1685340858

პოლონეთში, ავტოსაგზაო შემთხვევას ქართველი ემსხვერპლა. შემთხვევა იაროცინის რაიონში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და სიმინდის კომბაინი შეეჯახა.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"39 წლის ქართველი მძღოლი გაურკვეველი მიზეზების გამო, მოპირდაპირე ზოლში გადავიდა და კომბაინს დაეჯახა. პირველადი დახმარების მიუხედავად, კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მძღოლი - საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა", - თქვა იაროჩინის პოლიციის სპიკერმა, აგნიესკა ზავორსკამ.

ბათუმში, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
1695644233
მეტის ნახვა