მიწისძვრას 2 100-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 2 400-ს აჭარბებს - მიწისძვრა მაროკოში

მაროკო

ბოლო ინფორმაციით, მაროკოში დამანგრეველ მიწისძვრას 2 100-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 2 400-ს აჭარბებს.

6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში ადგილობრივი დროით 8 სექტემბერს მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

მეტის ნახვა