მეცნიერებმა ორი მამრობითი სქესის თაგვისგან ჩანასახის გამოყვანა შეძლეს

თაგვები

მეცნიერებმა ორი მამრობითი სქესის თაგვისგან ჩანასახის გამოყვანა შეძლეს. ამის შესახებ CNN წერს. მედიის ცნობით, ეს მსგავსი ტიპის პირველი შემთხვევაა და რეპროდუქციული ბიოლოგიისთვის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.

კვლევის მიხედვით, გენური ინჟინერიის პროფესორის, კაცუჰიკო ჰაიაშის ხელმძღვანელობით, სამეცნიერო გუნდმა იაპონიის ოსაკას უნივერსიტეტში მამრობითი სქესის თაგვების კანის უჯრედებისგან კვერცხუჯრედი მიიღეს. მდედრობითი სქესის თაგვში გადანერგვის შემდეგ კვერცხუჯრედიდან ჯანმრთელი წრუწუნები გაჩნდა.

სამომავლოდ კვლევის შედეგები შესაძლებელია დაეხმაროს უშვილობის პრობლემების მოგვარებას და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გადარჩენაში. თუმცა ექსპერიმენტის ადამიანებზე გამოცდა ახლო მომავალში არ იგეგმება. მეცნიერების თქმით, მანამდე კვლევის შედეგების საფუძვლიანად შესწავლა მოუწევთ.

მეტის ნახვა