მასშტაბური სპეცოპერაცია ესპანეთში - დაკავებულია ე.წ ქართული მაფიის 31 წევრი დააკავეს

სპეცოპერაცია

მასშტაბური სპეცოპერაცია ესპანეთში - დაკავებულია ე.წ ქართული მაფიის 31 წევრი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სპეცოპერაცია ქვეყნის ოთხ ქალაქში - ბარსელონაში, ესტეპონაში, მარბელასა და ალიკანტეში 14 ნოემბერს ჩატარდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფების საქმიანობა ძირითადად საცხოვრებელი სახლების ძარცვა და ფულის გათეთრება იყო, ძირითად არეალს კი ბარსელონა წარმოადგენდა.

მასშტაბურ სპეცოპერაციაში ესპანეთის ეროვნული პოლიციის, ინტერპოლისა და FBI-ის 350-მდე აგენტი იღებდა მონაწილეობას.

მეტის ნახვა