მასშტაბური ხანძარი იაპონიაში - ცეცხლი შენობის იმ სართულზე გაჩნდა, სადაც კლინიკა იყო განთავსებული

ხანძარი იაპონიაში

იაპონიის ქალაქ ოსაკას ცენტრში მდებარე ბიზნესკვარტალში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გავრცელებული ცნობებით, ცეცხლი ერთ-ერთი შენობის მე-4 სართულზე, ადგილობრივი დროით 10:20 საათზე (თბილისის დროით 05:20 საათზე) გაჩნდა, რის შემდეგაც დაშავდა 28 ადამიანი.

მათგან 27-ს გულისა და სუნთქვის გაჩერება აღენიშნებოდა. დაშავებულები ადგილობრივ კლინიკებში სიცოცხლის ნიშნების გარეშე გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, შენობის იმ სართულზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, განთავსებული იყო კლინიკა, რომელიც უზრუნველყოფდა როგორც ზოგად სამედიცინო, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებას.

ხანძრის გამომწვევი დაზუსტებული მიზეზი ჯერ უცნობია. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა ერთ-ერთი კაცის ხელში არსებული საქაღალდიდან სითხის დაღვრამ გამოიწვია.

მეტის ნახვა