მალაიზიაში, სტიქიას ებრძვიან - წყალდიდობას სულ მცირე, 14 ადამიანი შეეწირა

წყალდიდობა

3-დღიანი გადაუღებელი, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის გამო, მალაიზიაში 51 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. სტიქიას, სულ მცირე, 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, - ამის შესახებ BBC წერს.

წყლითაა დაფარული 8 შტატის არაერთი ქალაქი და სოფელი. ხელისუფლებას სტიქიაზე დაგვიანებული რეაგირების გამო აკრიტიკებენ.

შიშობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან ჯერ კიდევ არიან დაკარგულები.

მეტის ნახვა