იტალიაში, ტელეფონების ქურდობისთვის, ორი ქართველი დააკავეს - ეძებენ კიდევ ერთს

პოლიცია იტალია

იტალიაში, ტელეფონების ქურდობისთვის, ორი ქართველი დააკავეს. ამ დრომდე ეძებენ კიდევ ერთ თანამზრახველს. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს 29 და 31 წლის მოქალაქეებმა ერთ-ერთი მაღაზიიდან 3 მობილური მოიპარეს.

ქართველები მაღაზიის დაცვამ იმ დროს დააკავა, როდესაც მოპარულ ტელეფონებს ქურთუკის ჯიბეში მალავდნენ და მაღაზიის დატოვებას ცდილობდნენ.

მათ 4-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება. სხვა დეტალები უცნობია.

მეტის ნახვა