ირანელ ქალებს ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმისთვის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

ჰიჯაბი

ფოტო: გუგლიდან

ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი გაამკაცრეს. გადაწყვეტილება ირანის რესპუბლიკის პარლამენტის კომისიამ მიიღო. კანონპროექტი 70 მუხლისგან შედგება, რომელიც ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში, უფრო მკაცრ ფინანსურ სასჯელთან ერთად, პატიმრობის უფრო ხანგრძლივ ვადასაც ითვალისწინებს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ქალს ათი დღიდან ორ თვემდე პატიმრობა, ან ერთიდან ათ ევრომდე ჯარიმის გადახდა ემუქრება. ახალი კანონპროექტით კი, პატიმრობის ვადა ხუთიდან ათ წლამდე ჯარიმა კი, 7 800 ევრო იქნება.

ირანის ამჟამინდელი კანონმდებლობით, ჩაცმულობის კოდექსის დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10 დღიდან ორ თვემდე ვადით, ან ჯარიმით 50 000-დან 500 000-მდე ირანული რიალის ოდენობით (1-დან 10 ევრომდე). კანონების ახალი პაკეტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 10 წლამდე, ასევე, ჯარიმას 360 მილიონ ირანულ რიალამდე (7 800 ევრო).

მეტის ნახვა