გერმანიაში, სათვალეების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

დაკავება გერმანიაში

გერმანიაში, სათვალეებისა და აფთიაქიდან 50 ევროს პროდუქციის ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

ძალოვანი უწყების ცნობით, 33 წლის კაცმა თანამზრახველთან ერთად ჯერ ოპტიკის მაღაზია გაქურდა, საიდანაც რამდენიმე აწეული ევროს ღირებულების სათვალე მოიპარა, მოგვიანებით კი აფთიაქიდან 50 ევროს ღირებულების პროდუქციის გატანა სცადა. ქართველი იმ დროს დააკავეს, როდესაც აფთიაქში უსაფრთხოების სისტემა ამოქმედდა - მას უკანა შესასვლელიდან გაქცევა სურდა.

სამართალდამცავებმა ახალგაზრდა კაცი ადგილზევე დააკავეს, თუმცა 42 წლის კაცი, რომელიც მისი თანამზრახველი იყო, ადგილიდან მიიმალა. დაკავებულის ჩხრეკისას პოლიციამ ცივი იარაღი - დანა ამოიღო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტის ნახვა