გერმანიაში, საქართველოს მოქალაქეები სუნამოების ქურდობისთვის დააკავეს

პოლიცია გერმანია

გერმანიაში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მათ სუნამოს ქურდობას ედავებიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქართველებმა აფთიაქიდან ორი სუნამო მოიპარეს, რომლის საერთო ღირებულებამ 700 ევრო შეადგინა.

დაკავებულების ჩხრეკისას პოლიციამ ზამთრის ქუდები და შარფები იპოვა, რაც ასევე სავარაუდოდ მოიპარეს.

პროკურორის მოთხოვნით, დამნაშავეები გამოსასწორებელ დაწესებულებაში გაგზავნეს.

მეტის ნახვა