გერმანიაში, ქართველებმა 100 000 ევროზე მეტი ღირებულების საქონელი მოიპარეს - ისინი დააკავეს

ქურდობა

გერმანიაში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ქართველებმა მაღაზიიდან 100 000 ევროზე მეტი ღირებულების საქონელი მოიპარეს.

"მაღაზიის ოპერატორმა დანაშაულის ჩადენის მომენტში მობილურზე მიიღო ყაჩაღობის სიგნალიზაცია და შემდეგ კამერის მეთვალყურეობის საშუალებით შეძლო მის მაღაზიაში მყოფი ადამიანების ამოცნობა. როცა ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, ეჭვმიტანილები კვლავ საწარმოში იმყოფებოდნენ. ვინაიდან არ იყო გამორიცხული, რომ დანაშაულის ადგილზე სხვა პირებიც იმყოფებოდნენ, პოლიციამ ტერიტორია ძაღლის დახმარებით გაჩხრიკა. სხვა ეჭვმიტანილი ვერ იპოვეს", - წერს გერმანული მედია.

გამოძიებით გაირკვა ისიც, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებოდა. ძალოვნებმა მისი დაკავების ორდერი გასცეს, სავარაუდო თანამზრახველი კი, პოლიციამ შესაბამისი ზომების გატარების შემდეგ გაათავისუფლა.

მეტის ნახვა