გერმანიაში, ჰიგიენური საშუალებების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ჰიგ. საშუალებები

გერმანიაში, საქართველოს 41 წლის მოქალაქე დააკავეს. მას ჰიგიენური საშუალებების ქურდობას ედავებიან. პოლიციამ ის ბერმენის ცენტრალურ სადგურზე აიყვანა.

სამართალდამცავების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქართველს ოთხი სავსე ჩანთა ჰქონდა. ჩხრეკისას ბარგში საეჭვო პროდუქცია იპოვეს, რომლის წარმომავლობა ამ დრომდე უცნობია.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ეჭვის გაფანტვის მიზნით კაცმა თქვა, რომ ეს ჩანთები მისი არ იყო. პოლიციამ ის ადგილზევე დააკავა, მის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გამოძიება გრძელდება.

მეტის ნახვა