ახალი ამბები • 1726854923
ესპანეთში, საქართველოს მოქალაქე დაჭრეს
უცხოეთი
1708692600
ესპანეთში, საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. შემთხვევა მადრიდში, ვილავერდეს რაიონში, მანოხო დე როსას ქუჩაზე მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გამოცემის ცნობით, 23 წლის ქართველს, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან, ორი არასრულწლოვანი ჯერ ბოთლით ემუქრებოდა, მოგვიანებით კი ერთ-ერთმა ის ცივი იარაღით დაჭრა. უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზები.
სამართალდამცავების ინფორმაციით, პოლიციასა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და ექიმებს კაცი შოკურ მდგომარეობაში დახვდათ. დაჭრილს ძლიერი სისხლდენა ჰქონდა და მას გადაუდებელი დახმარება ჩაუტარდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
დაკავებული 16 წლის ბიჭი ადგილობრივმა პოლიციამ ქალაქის პროკურატურის არასრულწლოვანთა განყოფილებას გადასცა.
პანიკა ქობულეთში | რას ყვებიან სოფელ ქაქუ...
1726076663
მეტის ნახვა