ახალი ამბები • 1713428324
აშშ-ში კოვიდ 19-ის სამკურნალოდ „ფაიზერის“ ანტივირუსული აბები დაამტკიცეს
შეერთებულმა შტატებმა მძიმე ავადმყოფობის რისკის ქვეშ მყოფი 12 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის "ფაიზერის" მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა.
კლინიკური კვლევების შედეგების თანახმად, ორალური ანტივირუსული პრეპარატი „პაქსლოვიდი“ მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 89 %-ით ეფექტურია.
კომპანია "ფაიზერში“ აცხადებენ, რომ ახლახანს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ პრეპარატი, სავარაუდოდ, ინარჩუნებს ეფექტურობას კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის მიმართ.
შეერთებულ შტატებს მედიკამენტის 10 მილიონი კურსისთვის საჭირო რაოდენობაზე კონტრაქტი გაფორმებული აქვს. ერთი კურსის ღირებულება 530 აშშ დოლარია.
1712907949
1712849156
1711347478
1711015419
1710332573