სად გაითიშება ელექტროენერგია ხვალ აჭარაში?

ელექტროენერგია

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს:

ბათუმში - 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ქუთაისის, გორგასალის, კოსტავას, გრიშაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე თამარის დასახლების ნაწილს.

ხელვაჩაურში - 11:00-დან 18:00 საათამდე კახაბრის, მეჯინიწყლის, თოდოგაურისა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს.

ქედაში - 11:00-დან 17:00 საათამდე სოფლებს: მერისს, აგარას, კუჭულასა და მიმდებარე სოფლებს.

შუახევში - 10:30-დან 18:30 საათამდე სოფელ ბრილს.

ხულოში - 12:00-დან 19:00 საათამდე სოფლებს: ყინჩაურსა და ფაჩხას.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

მეტის ნახვა