რომელ რეგიონებშია განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი? - სტატისტიკა

განქორწინება

2023 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 366 და განქორწინების 6 828 შემთხვევა - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, რეგიონულ ჭრილში ქორწინების რაოდენობა ყველაზე მაღალი თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში იყო:

თბილისი - 3 057;

იმერეთი - 1 614;

ქვემო ქართლი - 1 304.

განქორწინების კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია

თბილისი - 2 332,

იმერეთი - 1 182,

სამეგრელო და ზემო სვანეთი - 754,

ქვემო ქართლი - 651,

აჭარა - 541.

უწყების ინფორმაციითვე, 2023 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 19 431 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 21 944 ადამიანი.

2023 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -2 513 კაცით განისაზღვრა.

ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში (340), აჭარასა (870) და ქვემო ქართლის რეგიონში (145).

მეტის ნახვა