ახალი ამბები • 1728068947
ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგები გაიფიცნენ და საგაკვეთილო პროცესი შეწყვიტეს
ფოტო: TV25.GE
ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგები გაიფიცნენ და საგაკვეთილო პროცესი შეწყვიტეს. ამ ფორმით, მათ მუსიკის მასწავლებელს, რომელსაც მოსწავლე ბულინგში ადანაშაულებს, სოლიდარობა გამოუცხადეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბულინგში ბრალდებულმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა. სწორედ ამას მოჰყვა კოლეგების პროტესტიც.
შეგახსენებთ, მუსიკის პედაგოგმა მოზარდს თანატოლების წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტის ამსახველი ვიდეო-მასალა კი ახალგაზრდებმა მობილურით გადაიღეს. სასწავლო დაწესებულებაში ფაქტზე შიდა მოკვლევა დაიწყო, რაც ქობულეთის რესურსცენტრშიც დაგვიდასტურეს. მადონა გოგიტიძემ გვითხრა, რომ მომხდარის შემდეგ დისციპლინური კომიტეტი შეიკრიბა და საქმის განხილვა მიმდინარეობს.
ჩვენ, ცხადია, დავუკავშირდით მეორე საჯარო სკოლის დირექტორსაც, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, კითხვებზე არ გვიპასუხა.
1726726009