ახალი ამბები • 1686038133
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმში, კამელიების ტრადიციული გამოფენა ისევ გაიმართება - როდის და სად?
საზოგადოება
1679645880

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, კამელიების ტრადიციული გამოფენა ისევ გაიმართება. მსურველებს "კამელიის" სახეობების და ჯიშების ნახვა 26 მარტს, ბათუმის ბოტანიკური ბაღში, 13:00-17:00 საათზე შეეძლებათ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ამ გვარის 5 სახეობა: იაპონური, მთის ანუ ევგენოლის, ბადისებრი, ზეთოვანი და ჩინეთის კამელია. ასევე, იაპონური კამელიის 78 ჯიში, მთის ანუ ევგენოლის 18 ჯიში და ბაღში გამოყვანილი 25 ჰიბრიდული ფორმა.
ღონისძიება ბოტანიკური ბაღის ცნობიერების გაზრდას, კერძოდ, კი ბაღის კოლექციაში არსებული გვარ „კამელიის“ ჯიშებისა და ფორმების გავრცელებას შეუწყობს ხელს.
26 მარტს, საქართველოს მოქალაქეებისათვის ბაღში შესვლა უფასოა.

შემზარავი შემთხვევა - შვილმა მამა მოკლა
1683875927
მეტის ნახვა