მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღებას ეწინააღმდეგებიან - აქცია ქობულეთში

ქობულეთში, სოფელ გელაურის მოსახლეობა, მდინარე კინტრიშზე მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებს. კალაპოტიდან შპს "გზას" ინერტული მასალა ამოაქვს. ადგილობრივების თქმით, ეს მათთვის დიდი საფრთხეა, რადგან მიწის მასას მდინარე რეცხავს. მოსახლეობა აცხადებს, რომ გასულ წლებში, იყო შემთხვევა, როცა ადიდებული მდინარე ქუჩაზე გადადიოდა, ამ პროცესმა კი, ფაქტობრივად განმეორება დაიწყო. როგორც შპს „გზის“ ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელი ამტკიცებს, ინერტული მასალა, ისევ, ნაპირგამაგრებისთვის ამოაქვთ.

იმის შიშით, რომ მდინარე კინტრიშსა და კინკიშასგან ინერტული მასალის ამიღებით, წყალი დამცავ დამბას მოშლის და ეს მოსახლეობისთვის დიდი საფრთხეა, ადგილობრივებმა დღეს აქცია გამართეს. საჯარო პროტესტით სცადეს კომპანიის ტრაქტორების შეჩერება, რადგან, რისიც ხალხს ეშინია, ის პროცესი უკვე დაწყებულია. მდინარეებიდან ინერტული მასალის ამოღების შედეგად, დამბის ნაწილი, წყალმა უკვე წაიღო. 

ინერტული მასალა, შპს „გზებს“ ამოაქვს. ადგილზე, ტრაქტორებით, ქვეკონტრაქტორი კომპანიები მუშაობენ. აქციის დასრულებამდე, მხარეებს შორის, ურთიერთობა დაიძაბა. მოსახლეობა კომპანიას, ტერიტორიის დატოვებას და ინერტული მასალის სხვა ლოკაციაზე მოპოვებას სთხოვდა.

შპს „გზების“ ერთ-ერთ ქვეკონტარქტორი შპს „გზა“ სატენდერო პირობის შესრულებაზე წუხს, თუმცა, მოსახლეობას საკუთარი უსაფრთხოება ბევრად მეტად აღელვებს.

ინერტული მასალა აქედან შორს არ მიდის. როგორც ქვეკონტარქტორი კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, იგი, აქვე,  გაბიონის მოწყობას უნდა მოხმარდეს. გარდა ამისა, ამოღებული ნედლეულით უნდა ამოივსოს მდინარე აჭყვას გამაგრებითი სამუშაოებისთვის ჩამოსხმული ამ კედლების განაპირა ზოლიც. კითხვაზე, ვინ აგებს პასუხს, როცა ერთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოს მეორე ეწირება და მოსახლეობასაც მეტი საფრთხე ელის, ქვეკონტარქტორი კომპანიის, შპს „გზის“ წარმომადგენლისგან ეს პასუხი მოვისმინეთ.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაში, შპს „გზებში“ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. კითხვებით, გარემოს დაცვის ინსპექციას მივმართეთ. წერილობით პასუხში აღნიშნულია, რომ:

როგორც მოისმინეთ, გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ გამოგზავნილ წერილში, არაფერია აღნიშნული იმ რისკებზე და უკვე დამდგარ შედეგზე, რის გამოც ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მოსახლეობა კი ამბობს, რომ სავალალო შედეგების შემთხვევაში, პასუხისმგებელი, სწორედ, სახელმწიფო იქნება.

მეტის ნახვა