"ფორმულას" ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს თავს დაესხნენ

ია სართანია

"ფორმულას" ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტს, ია სართანიას მეტროში თავს დაესხნენ.

მედიის ცნობით, კაცი ჟურნალისტს ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ ხელი ჰკრა, აგინებდა და აყენებდა სიტყვიერი შეურაცხყოფას.

ია სართანიას თქმით, კაცი ტატუებზე მიუთითებდა და ჰომოფობიურ ლექსიკით მიმართავდა.

მეტის ნახვა