ბათუმში, ტურიზმის სექტორში მუშაობის მსურველებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ფორუმი ტურიზმის სექტორში მუშაობის მსურველებისთვის. დაინტერესებული პირებისთვის, შეხვედრა სასტუმრო „შერატონმა“ გამართა. მენეჯმენტმა, პრეზენტაციებით და სამუშაოს მაძიებლებთან პირისპირ კომუნიკაციის ფორმატში, შეხვედრა აჭარის დასაქმების სააგენტოსთან თანამშრომლობით გამართა.

მსურველებს საშუალება ჰქონდათ, კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელებისგან, უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია სამუშაო პირობებზე, განვითარების პერსპექტივებზე და სხვა მათთვის საინტერესო კითხვებზე. განაცხადების გაკეთება, შესაძლებელია როგორც სეზონურ ისე გრძელვადიან ვაკანსიებზე.

მეტის ნახვა