ბათუმს "ბავშვზე მორგებული ქალაქის" კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

ბათუმს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი სერტიფიკატი ქალაქის ვიცე-მერსა და მერის მოადგილეს საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელმა გადასცა. ღასან ხალილის თქმით, ბათუმის მერიამ სტატუსი იმ აქტივობებისა და აუცილებელი მოთხოვნების შესრულების შედეგად დაიმსახურა, რომლებიც ინიციატივის ფარგლებშია გაწერილი.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბათუმის მუნიციპალიტეტს ამ მიმართულებით და ეჭვი არ გვეპარება, რომ ისინი განაგრძობენ მუშაობას ბავშვზე მორგებული ქალაქის სერტიფიკატისა და ამ წოდების მისაღებად“ - განაცხადა ღასან ხალილმა.

ცნობისთვის, მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის, მემორანდუმი 2020 წელს გაფორმდა, რომელიც მიზნად მოზარდებზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩართვას ისახავდა.

მეტის ნახვა