ბათუმელმა როლანდ რუხაძემ აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროს უნიკალური გაზეთები გადასცა

კერძო არქივში დაცული საგაზეთო გამოცემები, რომლებიც ახლა უკვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსა და საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის საკუთრებაა. უნიკალური პერიოდიკა, სახელმწიფოს, ბათუმელმა როლანდ რუხაძემ გადასცა. საუბარია 1985 წლიდან 1991 წლამდე გამოშვებულ გაზეთებზე, რომელიც აფხაზეთსა და მთლიანად საქართველოში გამოიცემოდა.

კოლექცია, ჟურნალისტ, მიხეილ მშვიდობაძეს ეკუთვნოდა, რომლებსაც მისი გარდაცვალების შემდეგ, როლანდ რუხაძე ინახავდა. აფხაზეთის იუსტიციის სამინისტრო, გაზეთების გადარჩევას და მის შესაბამის პირობებში დაარქივებას გეგმავს.

უახლოეს მომავალში კი ის სტატიები გამოიფინება, რომლებიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეხება და ხაზს უსვამს მშვიდობიან თანაცხოვრებას.

მეტის ნახვა