ახალი ამბები • 1728068947
არსებობს თუ არა ქალისა და კაცის პროფესიები | საზოგადოება გენდერულ მიდგომებზე
შრომის დაყოფა საუკუნეების განმავლობაში გენდერული ნიშნით ხდებოდა და ეს ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორებით იყო გამოწვეული. გასულ საუკუნეში ვერავის წარმოედგინა, რომ ქალებს შეუძლიათ ისეთ საქმეს შეეჭიდებოდნენ როგორიცაა მძიმე ტექნიკის მართვა, მშენებლობა, სარემონტო სამუშაოები და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების უმრავლესობა იმასაც ფიქრობდა, რომ კაცის საქმე არ იყო სახლის დალაგება, ბავშვის მოწესრიგება. თუმცა დღეს აღარავის აკვირვებს, ქალი საჭესთან ან თუნდაც მზარეული კაცი.
მიუხედავად იმისა, რომ გენდერული ბალანსი ასე თუ ისე მიღწეულია დღემდე არსებობს სტერეოტიპები, რომლითაც ქალისა და კაცის პროფესიებს ორად ყოფენ. ეს მიდგომები განსაკუთრებით ძველ თაობაშია შემორჩენილი.
კითხვაზე - არსებობს თუ არა ქალისა და კაცის პროფესიები მოქალაქეების პასუხები სხვადასხვაგვარია. მოვისმინოთ ჩვენს მიერ შემთხვევით შერჩევის პრინციპით გამოკითხულთა ადამიანების აზრი.
1726726009