"არა რუსულ კანონს! კი ევროპას" - აქცია დედაქალაქში

დედაქალი კვლავ მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ამ წუთებში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილია ყველა, ვისთვისაც ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია. რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, ენჯეოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხელისუფლების გადაწყვეტილებას - დაამტკიცოს ე.წ. რუსული კანონი, კვლავ ეწინააღმდეგებიან.

„არა რუსულ კანონს“, „პუტინის მონებო!“- ამ შინაარსის წარწერებით, შეკრებილებმა, სტიკერები პარლამენტის შესასვლელთან გააკრეს. ისინი, ასევე, სკანდირებენ: “რუსებო”, “მონებო“. საკანონმდებლო ორგანოს მთლიან პერიმეტრზე პოლიციაა მობილიზებული.

ძალოვნებმა პარლამენტის ჭიშკრები ჩახერგეს და დააბოქლომეს. გადაკეტილია რუსთაველის გამზირიც.

მეტის ნახვა