აგენტების საწინააღმდეგო მარში ბათუმში 19:00 საათზე დაიწყება - კიდევ რა აქტივობებია დაგეგმილი ქალაქში?

მარში

ბათუმში, დღეს, 23 მაისს აგენტების კანონის საწინააღმდეგო რამდენიმე აქტივობაა დაგეგმილი. 

18:00 საათზე, 6 მაისის პარკის კოლონადებთან პერფორმანსი გაიმართება.

19:00 საათზე დაგეგმილია ანტირუსული მარში.

20:00 საათზე გაიმართება აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, ხოლო 21:00 საათზე გაიმართება სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის "მოთვინიერების" ჩვენება აჭარის უმაღლეს საბჭოსთან. 

ცნობისთვის, მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.

მეტის ნახვა