8 წელი დახმარების მოლოდინში - ტარიელაძეები მერიისგან პრობლემაზე რეაგირებას უშედეგოდ ელოდებიან

8 წელი დახმარების მოლოდინში. ხელვაჩაურში, სოფელ სამებაში, ტარიელაძეების ოჯახი, მერიისგან, პრობლემაზე რეაგირებას უშედეგოდ ელოდება. ხანდაზმული დიასახლისი ამბობს, რომ მხარდაჭერას, მუნიციპალიტეტის არც ყოფილი მერი უცხადებდა და მათი მდგომარეობით, არც მოქმედი ინტერესდება. ტარიელაძეები, უწყებას, ეზოს გამაგრებისთვის დახმარებას სთხოვენ.

იგი 2017 წელს დაიმეწყრა, მას შემდეგ, ეზო უფრო და უფრო იწევს დაბლა და საფრთხეს საცხოვრებელს უქმნის. სოფელ სამების მე-17 შესახვევში არც გზა არის სრულად მოწესრიგებული. ადგილობრივები, რეაგირებას ამ საკითხზეც ითხოვენ.

ხელვაჩაურის მერიაში წერილობით განმარტეს, რომ "გამოცხადებულია ტენდერი საპროექტო დოკუმენტაციების შეძენასთან დაკავშირებით, ეტაპობრივად მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით ფერდსამაგრი კედლების მოწყობის სამუშაოები, აქედან გამომდინარე, მოქალაქე ლუდმილა ტარიელაძესთანაც მოეწყობა ფერდსამაგრი კედელი".

მეტის ნახვა