130 ოჯახი საფრთხის ქვეშ - ბათუმში, ოძელაშვილის 20 ნომერში მცხოვრებლები გასახლებას ითხოვენ

კიდევ ერთი ავარიული კორპუსი ბათუმში და 130 ოჯახი საფრთხის ქვეშ - ოძელაშვილის 20 ნომერში მცხოვრებლები გასახლებას ითხოვენ. მათი თქმით, შენობა, რომელშიც ცხოვრობენ, სარისკოა და ამის შესაბამისი დასკვნაც არსებობს. საფრთხის წინაშე მყოფები ვითარების დამძიმებას გვერდით მიმდინარე მშენებლობას უკავშირებენ. ადგილობრივთა განმარტებით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა კომპანიამ მრავალბიანიანი კორპუსის აშენება დაიწყო და ადგილზე მძიმე ტექნიკა ამუშავდა, ბინებში ბზარები გაიზარდა. მოქალაქეები ბრალს ბათუმის მერიასაც სდებენ.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ეს დასკვნა, 2018 წლით თარიღდება. დოკუმენტში წერია, რომ ოძელაშვილის 20  ნომერში მდებარე კორპუსის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაც არაა რეკომენდებული.

ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე, ავარიულ  სახლში, 128 ოჯახი ცხოვრობს. შენობის მდგომარეობა კი, ყოველდღიურად, უფრო და უფრო მძიმდება.

საქმე იმაშია, რომ ავარიული კორპუსის გვერდით, კიდევ ერთი, მრავალბინიანი საცხოვრებელი შენდება. სწორედ ამას უკავშირებენ, ოძელაშვილის 20 ნომერში მცხოვრებლები ბზარების მატებას. ამბობენ, რომ  მძიმე ტექნიკის მუშაობის დროს, ბიძგები სახლებშიც კი, იგრძნობა.

პრობლემა ამით არ სრულდება. აქ მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ  „ორბმა“ მათ კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩინა. კომპანიის მიერ საძირკვლიდან ამოღებული წყალი, მათ სარდაფებში ხვდება.

ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებლებს კიდევ რამდენიმე პრობლემა აწუხებთ. მათ შორისაა, არარსებული საკანალიზაციო სისტემა. მოქალაქეებს ბინებში, არც გაზის შეყვანის უფლებას აძლევენ.

კითხვებზე საპასუხოდ, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის  სამმართველოს დავუკავშირდით. TV 25-ის კამერის წინ დადგომა პასუხისმგებელმა პირებმა არც დღეს ისურვეს.  პასუხი მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგვცეს, სადაც წერია, რომ:

მოქალაქეები გაჩერებას არ აპირებენ. ამბობენ, რომ პერმანენტულ აქციებს იქამდე გამართავენ ვიდრე, მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და ავარიული კორპუსიდან არ გაასახლებენ.

მეტის ნახვა