ახალი ამბები • 1660915456
სასამართლომ უვადო მწვანე პასპორტზე საჩივარი არ დააკმაყოფილა
კორონავირუსი
1638458572

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე პასპორტის მინიჭებაზე PHR-ის (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ორგანიზაციის თქმით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მათი ცნობით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტების კონცეფცია ამოქმედდება. გარკვეულ ობიექტებზე მხოლოდ კოვიდგადატანილები, ვაქცინირებულები ან გატესტილი ადამიანები შეძლებენ შესვლას.
აღსანიშნავია, რომ მწვანე სტატუსი უვადოდ ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი.

წამება სიგარეტით - უკრაინელ ქალზე, სავარა...
1659087814
მეტის ნახვა