როგორ ხასიათდება "ომიკრონის" ახალი ქვეშტამი? - ინფექციონისტის განმარტება

„ომიკრონის“ ახალ ქვეშტამს ბევრად უფრო სწრაფი გავრცელება და ადვილად გადადება ახასიათებს - ამის შესახებ, ინფექციონისტმა განაცხადა. ალექსანდრე გოგინავას თქმით, ე.წ. კრაკენს როგორც მოსახლეობა, ასევე ჯანდაცვის სექტორი მზად უნდა შეხვდეს, რადგან შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდგომ საქართველოშიც გავრცელდეს.

სპეციალისტის შეფასებით, მუტირებულ ფორმას შეუძლია საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნას სამყაროს და პანდემიის დასრულება გარკვეულწილად შეაფერხოს. გოგინავას განმარტებით, ახალი შტამი კლინიკურად „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებისგან დიდად არ განსხვავდება.

მეტის ნახვა