ახალი ამბები • 1722018189
მსოფლიოში Covid 19-ის ახალი შტამი, Arcturus გავრცელდა - რას წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია?
კორონავირუსი
1681798156
![Arcturus Arcturus](https://www.tv25.ge/uploads/files/2023/04/18/6092/arcturus_w_h.jpeg)
მსოფლიოში Covid19-ის ახალი შტამი გავრცელდა. ჯანმოს ცნობით, Arcturus, იგივე XBB.1.16 ომიკრონის ახალი ქვევარიანტია. ვირუსის ეს სახეობა მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის აშშ-ში, ყველაზე სწრაფად კი ინდოეთში ვრცელდება, სადაც მხოლოდ ორშაბათს 60 313 აქტიური შემთხვევა დაფიქსირდა.
Arcturus ვარიანტის სიმპტომია მაღალი სიცხე და ხველება, ჩაწითლებული თვალები, ვირუსი იწვევს ქუთუთოების ანთებასაც, რამაც შეიძლება თვალების სიწითლე და ქავილი გამოიწვიოს.
გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიხედვით, COVID-19-ის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები ჯერ კიდევ არის:
- ცხელება ან შემცივნება
- ხველა
- ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება
- დაღლილობა
- კუნთების ან სხეულის მტკივილი
- თავის ტკივილი
- გემოს ან სუნის დაკარგვა
- ყელის ტკივილი
- გულისრევა ან ღებინება
- დიარეა
![ლაშქრობა ლაშქრობა](https://www.tv25.ge/uploads/files/2024/07/25/9697/lashqroba_b_t.jpeg)
ფესტივალი მაღალმთიან აჭარაში
1721929785
![პოლიციის ლენტი პოლიციის ლენტი](https://www.tv25.ge/uploads/files/2023/09/21/7150/politsiis-lenti_b_t.jpeg)
დააკავეს პირები, რომლებიც დიდი ოდენობით მ...
1721376743
მეტის ნახვა