ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევა და გარდაცვლილი 72 პაციენტი - ეპიდსიტუაცია საქართველოში

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 72 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელდა 4 295 პირი. გუშინ, საქართველოში 50 626 ტესტი ჩატარდა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კოვიდი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

საქართველოში ვაქცინაცია პანდემიიდან 1 წლის შემდეგ, 2021 წლის 15 მარტიდან "ასტრაზენეკათი" დაიწყო.

მეტის ნახვა