უკრაინამ ტერიტორიის 20% დაკარგა, მიადგა ჯერ კიდევ შეუფასებელი ზიანი და ეს ომი არ ჩერდება - ღარიბაშვილი

"ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი ბრძენია, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების მიერ გატარებულ კურსს, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას. მშვიდობის გარეშე, ჩემო მეგობრებო, არ იარსებებს არაფერი, ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო, არის და იქნება მშვიდობის შენარჩუნება, რომელიც არის წინაპირობა სტაბილურობისა და განვითარების. ყველა გონიერი მმართველი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავიდან  ავიცილოთ ნებისმიერი სირთულის განსაცდელი, რომელიც ხალხს შეუქმნის პრობლემას, ერთ-ერთი მთავარი განსაცდელი ასეთი შეიძლება იყოს ომი, რომელსაც მოაქვს ნგრევა და უბედურება.

მოდით ახლა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა შედეგი დადგა ამ ერთი წლის განმავლობაში, უკრაინამ დღეის მდგომარეობით დაკარგა უკვე 20% ტერიტორიების, ათიათასობით ადამიანი არის გარდაცვლილი, მიადგა ზიანი, რომელიც ჯერ კიდევ არის შეუფასებელი, დაუთვლელი, საუბარია შვიდას მილიარდზე, რვაას მილიარდზე, ზოგი ამბობს, რომ ზარალმა ყველაფრის ჩათვლით შეადგინა ერთი ტრილიონი დოლარი, და ვხედავთ, რომ ეს ომი არ ჩერდება. ამიტომ, ჩვენ გვმართებს ემოციების გარეშე ქვეყნის მართვაც, ჩვენი პრინციპული პოზიციების გათვალისწინებით ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და ჩვენი ქვეყნის დაცვა. ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა".

24 თებ. 2023

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ნახე მეტი