საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ, ევროპამ კარი გაგვიხსნა - ირაკლი ღარიბაშვილი

როგორც ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა, პარტნიორებმა, მეგობრებმა აღნიშნეს - გუშინ იყო ისტორიული დღე, საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ, ეს არის დამსახურებული მიღწევა.

ევროპული პერსპექტივა მიენიჭა საქართველოს დამსახურებულად და ნახეთ, რომ ჩაიწერა ღიად, რომ რეალურად ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას, ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის ევროპული იდეალებისადმი მისწრაფების, მათი ერთგულების, ჩვენი შეუპოვრობის, პრინციპულობის, ბრძოლის და ჩვენი მთავრობის ათწლიანი მუშაობის შედეგის აღიარებაც

24 ივნ. 2022

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ნახე მეტი