მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ კოვიდი, შეიძლება ითქვას, თითქმის დამარცხებულია - პრემიერი

მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ კოვიდი, შეიძლება ითქვას, თითქმის დამარცხებულია. დღეს ეს სიტუაციაა.

აქვე მინდა გავახსენო სკეპტიკოსებს, რომლებიც 2 თვის წინ ჩემს გამონათქვამებს აკრიტიკებდნენ. “მწვანე ბარათები” მას შემდეგ, რაც “ომიკრონი” შემოვიდა ცირკულირებაში, გავაუქმეთ, რადგან აზრს კარგავდა.

მაშინ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტებისგან კრიტიკა მივიღეთ, ეს როგორ გააკეთესო. ვნახეთ, სულ რაღაც ორ თვეში, რომ პროცესი სწორად იმართა მინისტრის, მთავრობის, საბჭოს მიერ, ამიტომ სიტუაცია დასტაბილურდა. არავითარი გამოწვევა არ ჰქონია სისტემას მართვის თვალსაზრისით.

დღეს 100 შემთხვევა იყო, რაც ნიშნავს, რომ კრიზისი გადალახულია. ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გავაუქმეთ, მოქალაქეებს უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ ამ მიმართულებით და ეს სტრესი და წნეხი მოიხსნება.

11 აპრ. 2022

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ნახე მეტი