ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს - ირაკლი ღარიბაშვილი

ბატონი ბიძინა ივანიშვილი, თქვენ კარგად იცით მეგობრებო, არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი. ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს.

ახლა დადიან, ლაპარაკობენ ევროპაში, ვითომ მათი სიტყვებით რომ ვთქვა, აღქმებს ქმნიან, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა თურმე ეს არის, მათი ჩატანილი ინფორმაციებით თურმე პრობლემა არის ბატონი ივანიშვილი. კაცი, რომელიც არის მთელი ამ მიღწევების თანაორგანიზატორი, თანაშემოქმედი და აი ამ მანიაკალური დამნაშავეობრივი სისტემის დამანგრეველი, შემცვლელი.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში, სააკაშვილის მმართველობის დროს მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას. ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ თქვე საც... აი, სასწაულია პირდაპირ.

22 ივნ. 2022

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ნახე მეტი