ღმერთის გარდა არავინ იცის, ახალი შტამი გამოჩნდება თუ არა - ცერცვაძე

"პირობითია, (მოსაზრება) რომ ომიკრონი დაასრულებს ან ვერ დაასრულებს პანდემიას. თუ მანამდე არ გამოჩნდა ახალი შტამი, რომელიც შეიძლება იყოს უარესი ან ნაკლებად უარესი, მაშინ შეიძლება დაასრულოს.

ღმერთის გარდა არავინ იცის ახალი შტამი გამოჩნდება თუ არა. არავინ მითხრას, რომ ყველაზე მაღალი დონის მეცნიერმა ეს იცის. სად განიცდის ვირუსი მუტაციას, არავინ იცის.

თუ ახალი, სერიოზული მუტაცია არ გამოჩნდა, ომიკრონმა შეიძლება დაასრულოს პანდემია, რადგან მაღალი გადამდებობის გამო, მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა გახდება ავად.

შესაძლებელია, რომ მოსახლეობის 60-80% გახდეს ავად, და შეიქმნას ჯოგური იმუნიტეტი, რომლის შემდეგაც შემთხვევები იქნება, მაგრამ ერთეული და პანდემია დასრულდება. იმედი მაქვს, რომ ასე იქნება, მაგრამ გარანტიას ვერავინ ვერავის მისცემს", - თქვა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.

14 იან. 2022

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი

ნახე მეტი