გადაღლილობა არის ერთ-ერთი საგანგებო მიზეზი - ვოლსკი ტიკარაძის გადადგომაზე

"მაგარი ქალბატონია. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, აი, ამდენი ხანია, კოვიდის პირველი დღიდან. იქამდე კიდევ საკმაოდ სერიოზულ თემებს ატარებდა მხრებზე. უშველებელი სისტემა, ბევრი საკითხი მოსაგვარებელი და ამ დროს, კოვიდი შემოვარდნილი. ამდენი მსხვერპლი, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით გადაღლილობა არის ერთ-ერთი საგანგებო მიზეზი.

რაც შეეხება იმას, როგორ? რა მოხდა? გავა დრო და თავად ილაპარაკებს.

კამათიც ხდება, გუნდიდან ვიღაცის წასვლა, თუმცა, ეკა არსად წასულა, პოლიტსაბჭოს წევრია", - თქვა ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის შესახებ გია ვოლსკიმ "იმედის" ეთერში.

10 დეკ. 2021

გია ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ნახე მეტი