ახლა უნდა ვიმუშაოთ - საქმე, საქმე და საქმე - პრემიერი

"მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და დასტაბილურებულია.

ახლა უნდა ვიმუშაოთ - საქმე, საქმე და საქმე. მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ.

ჩვენი მთავარი ამოცანა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნაა.

შევქმნით ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები, შევამციროთ სიღარიბე.

ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

10 იან. 2022

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ნახე მეტი