ახალი ამბები • 1763483982
ყაზახეთში აჭარის პოპულარიზაცია მიმდინარეობს
ტურიზმი
1682351309
ყაზახეთში აჭარის პოპულარიზაცია მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა, სადაც ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ მოგზაურობისა და არსებული ტურისტული სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.
დეპარტამენტის მენეჯმენტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმშიც, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები აჭარაში ტურიზმის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გააცნენ.
სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვედრები გაიმართა მსხვილი ტურისტული სააგენტოების, სარეკლამო კომპანიების, მედიის წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















